ის 15 წელი მუშაობდა სამეფო ოჯახში და შესაბამისად, ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად იცის.
მისი თქმით, დედოფალი ელიზაბეტ მეორე ახლა დიეტებისგან თავს შეიკავებს, მის რაციონში წამყვან ადგილს დაიკავებს ირანდიური რაგუ და შოკოლადი.
"მას ძალიან უყვარს შოკოლადი, ტკბილეული და ახლა იმ კერძებს მიირთმევს, რაც მას განსაკუთრებით სიამოვნებს", - განაცხადა შეფმზარეულმა.
რაც
აღმოჩნდა, რომ მასაც ისევე უყვარს შოკოლადი, როგორც დედოფალს.
შეფ-მზარეულმა დარენ მაკრედიმ ასევე განაცხადა, რომ დედოფლის ბრძანებით, სამეფო ოჯახმა რამდენიმე თვის პროდუქტები მოიმარაგა. მათ ასევე აქვს პირადი ფერმა.
"დედოფალი ახლა იზოლირებულია და ასე იქნება აღდგომამდე. სამეფო ოჯახი ყველა სტუმარს არ იღებს", - განაცხადა მზარეულმა.