04 მარტი, 2020
კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში რთული ეტაპი დადგა - ფეხბურთელი მშობლიურ ქალაქში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდა
კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას. ფეხბურთის ვარსკვლავის დედა, დოლორეს ავეირო გუშინ კლინიკაში მოხვდა. 65 წლის დოლორესის ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც მან ინსულტი მიიღო.

კრიშტიანუ რონალდუ იმ მომენტისთვის დედის გვერდით არ გახლდათ, რადგან მეუღლესთან ერთად ტურინში იმყოფებოდა. თუმცა, როგორც კი დედის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგა, ის პირადი თვითმფრინავით დედასთან გაფრინდა.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "ყველას მადლობა ამდენი გულთბილი შეტყობინებებისთვის. ამჯერად დედას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ისევ რჩება კლინიკაში.

მე და ჩემს ოჯახს
გვსურს, მადლობა ვუთხრათ საავადმყოფოს მედპერსონალს ეფექტური მკურნალობისთვის".

შეგახსენებთ, დოლორეს ავეირომ გასული წლის თებერვალში, ტელეკომპანია "Portuguese TV"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას მკერდის კიბო აქვს და ხშირად აწუხებს საშინელი ტკივილები.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS