03 მარტი, 2020
"დროა დავარღვიო დუმილი" - ცნობილმა რეპერმა ბავშვები გაიტაცა
ცნობილ რეპერს ბავშვების გატაცებაში ადანაშაულებენ. სკანდალური განცხადება რეპერის ყოფილმა ცოლმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, ქმარმა ბავშვები მოსტაცა და სავარაუდოდ, ყირიმში წაიყვანა, ალბათ ვერასდროს შეხვდებოდა შვილებს, თუმცა, სასწაულებრივად შეძლო მათთან დაკავშირება და ყველაფერი კარგად დასრულდა.

"დროა დავარღვიო დუმილი, ჩემი შვილები 6 თვის წინ მამამ წაიყვანა და შვილებთან ურთიერთობას მიშლის. თქვენ ბევრ გადაცემაში მოუსმენთ ჩემს ქმარს, სადაც ჰყვება როგორი გმირი მამაა და როგორ ზრდის შვილებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითია.

ბავშვებს ის მხოლოდ წიწიბურას აჭმევდა, საზოგადოებრივ
ადგილებში ამცირებდა. უმცროსი შვილი ტანჯვისკენ გახდა მიდრეკილი. ბავშვებს ტელეფონიდან წაუშალა კონტაქტები, ბოლო ერთი თვე მათ სკოლასთან ვიდექი, თუმცა, შვილებთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. თითქმის არაფერი აღარ ვიცი მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
ბავშვებმა 1 მარტს გადაკვეთეს საზღვარი ყირიმის მიმართულებით. ვამზადებ სარჩელს და გთხოვთ, მაქსიმალურად დამეხმაროთ", - წერს პოლინა ინსტაგრამზე.

რეპერის ყოფილი პოსტში ქმარსაც მიმართავს. "სერგეი პარხომენკო თუ ამ პოსტს კითხულობ, იცოდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი შვილებისთვის".

რუსული პრესის ინფორმაციით, რეპერმა სერიოგამ დედისგან ბიჭები პლატონი და მარკი წაიყვანა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS