ჟურნალის ფურცლებზე ის 53 წლის ქმართან, ვენსან კასელთან ერთადაა გადაღებული. უახლესი ფოტოპროექტის კრეატიული დირექტორი ვიქტორ სანტიაგოა, რომელიც კუნაკის მეგობარია.
ფოტოგადაღება რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ სანაპიროზე წარიმართა, სადაც მოდელმა ზამთარი გაატარა.
ფოტოებს გამოქვეყნებისას ტინამ ემოციური პოსტიც დაწერა: გადაღება 7000 Magazine-თვის, ჩემს სამუდამო სიყვარულთან ვენსან კასელთან ერთად. გადაგვიღო ჩემმა მეგობარმა ვიქტორ სანტიაგომ.