10 აპრილი, 2014
შამანებმა ხელოვნური ადამიანის და ახალი სლავური სახელმწიფოს შექმნა იწინასწარმეტყველეს
მძიმე სენით დაავადებული მოხუცები ახლობლებს სთხოვენ, ის ქამრით მოახრჩონ, რომ სულს ეყოს ძალა იმქვეყნიურ საზღვრამდე მიაღწიოს ჯადოქარ-ნათელმხილველების, შამანების წინასწარმეტყველება ხშირად ხდება. ცნობილმა ციმბირელმა შამანმა ელვილმა, რომლის ფსევდონიმი ოლარდ დიქსონია, სიზმარში გოლიათი ნახა, რომელსაც ერთი ფეხი აზიის კონტინენტზე ედგა, მეორე - ევროპის.

ამ დროს ცა გაისხნა და იქიდან გოლიათს სავსე თასი მიაწოდეს, საიდანაც წყალი უწყვეტად მოედინებოდა და ორივე კონტინენტის მდინარეებს უერთდებოდა.

მდინარეები ადიდდა და წარღვნა დაიწყო, ადამიანები კი გარბოდნენ და ისე იყვნენ გართულნი თავისი სიმდიდრის გადარჩენით,
რომ ვერავინ გაიგო უცნაური ხმა: წინასწარმეტყველება ახდა! რამდენიმე დღის შემდეგ ციმბირში მართლაც მოხდა დიდი წყალდიდობა.

შამანმა ასევე იწინასწარმეტყველა ახალი სლავური სახელმწიფოს შექმნა და მერე დაშლა, რუსეთის რამდენიმე სახელმწიფოდ დაყოფა და ამ სახელმწიფოებს შორის ომი, რუსეთის ეკონიმიკის კრახი და ა.შ, თქვა, რომ მალე მიიღებდენ კანონს ნებაყოფლობით სიკვდილზე, როგორც ეს ციმბირში მცხოვრებ არაერთ ხალხში დღემდეა შემორჩენილი:

მძიმე სენით დაავადებული მოხუცები ახლობლებს სთხოვენ, ის ქამრით მოახრჩონ, რომ სულს ეყოს ძალა იმქვეყნიურ საზღვრამდე მიაღწიოს, ახლა კი ევთანაზია არაერთ ევროპულ ქვეყანაშია დაშვებული. თავის დროზე შამანი ახალი ვირუსების, გადამდები ინფექციების გაჩენაზე საუბრობდა - ქათნის გრიპი, ღორის გრიპი, ასევე, ხელოვნური ადამიანის შექმნაზე, რის ალბათობასაც ნანო-ტექნოლოგიების განვითარება აძლიერებს.

ახლახან კი ნათელმხილველმა დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლება და ამის გამო ათობით ვულკანის ამოფრქვევა იწინასწარმეტყველა, რომლის ფერფლი მზეს დაფარავს და დედამიწაზე დიდი გამყინვარება დაიწყება, პოლარული ზამთარი დადგება.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS