27 თებერვალი, 2020
გოგონა, რომელიც თავის მოკვლას გეგმავდა, ინსტაგრამ ვარსკვლავი და Dolce&Gabbana-ს ამბასადორი გახდა
მადინა ბასაევა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა, ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი პოპულარობა ინსტაგრამის პირად გვერდზე საყვარელი ვიდეოების გავრცელებით დაიწყო. მაშინ ის ტაჯიკეთში ცხოვრობდა.

ის გულახდილ პოსტებს დებდა და ხშირად აკრიტიკებდნენ მისი სხეულის სხვადასხვა ნაკლს რომ არ ფარავდა.

2018 წელს, როდესაც ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ჰეიტერების შეტევის მსხვერპლი გახდა. მას უამრავ ცუდ კომენტარს უწერდნენ, რის გამოც თვითმკვლელობასაც გეგმავდა, თუმცა, გოგონამ ეს ცუდი ქმედება არ ჩაიდინა და დღეს უკვე Dolce & Gabbana-ს ოფიციალური ამბასადორი
გახდა.

ბლოგერი მილანში მიიწვიეს და მან დომენიკო და სტეფანო გაიცნო. მადინას "TIKTOK"-ზე 7 მილიონი გამომწერი ჰყავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS