ცნობილმა დიზაინერმა და Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ინსტაგრამზე საარქივო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დევიდ ბექჰემი ამბობს, რატომ შეუყვარდა მას ვიქტორია.
"არ შემიძლია ვთქვა ერთი მიზეზი, რის გამოც შემიყვარდა. მე ის მთლიანად მომეწონა და შემიყვარდა", - ამბობს დევიდ ბექჰემი ვიდეოში, რომელიც მაშინ არის გადაღებული, როდესაც წყვილის რომანი იწყებოდა.