საჩივარს საფუძვლად უდევს შვეულმფრენის ექსპლუატაციის წესების დარღვევა. კომპანიას ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მხოლოდ სათანადო ხილვადობის პირობებში შეეძლო მაშინ, როცა ბრაიანტის შვეულმფრენი ძლიერ ნისლში, მაღალ სიჩქარეზე მიფრინავდა.
სარჩელის თანახმად, პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ეკისრება შვეულმფრენის პილოტ არა ზობაიანსაც, რომელიც კატასტროფის შედეგად ასევე დაიღუპა. მფრინავმა, რომელსაც ჯერ კიდევ 2015 წელსაც მიუღია გაფრთხილება შეზღუდული ხილვადობის პირობებში
ყველაფერთან ერთად, სარჩელში აღნიშნულია ისიც, რომ არც შვეულმფრენი აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს. ვანესა ბრაიანტის სარჩელში ზარალის თანხა მითითებული არ არის.