25 თებერვალი, 2020
ბიონსეს ემოციური სიტყვა კობი და ჯიჯი ბრაიანტების ხსოვნის საღამოზე
ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ჯიჯის პატივსაცემად ბიონსემ გუშინ ოფიციალურ საღამოზე იმღერა.

ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ბიონსემ თავისი რეპერტუარიდან ის სიმღერები შეასრულა, რომლებიც, მისი თქმით, კობი ბრაიანტს განსაკუთრებით უყვარდა.

"აქ იმიტომ ვარ, რომ კობი ძალიან მიყვარს. ეს კი მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, მინდა, რომ ერთად ვიმღეროთ, ასე ხმამაღლა. მე მჯერა, რომ მას ამ სიყვარულის ესმის ", - მიმართა ბიონსემ აუდიტორიას კომპოზიციის XO შესრულებამდე.



ბიონსეს და კობი ბრაიანტს წლების მეგობრობა აკავშირებდათ. კალათბურთელი ბიონსეს ყოფილი ჯგუფის,
Destiny's Child-ის კომპოზიციის Bug a Boo კლიპშიცაა გადაღებული.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS