ლეილა 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები, თურქეთში ცნობილი იურისტები ერთმანეთს დაშორდნენ. ის შესანიშნავად ცეკვავს, უკრავს ვიოლინოზე, გატაცებულია ბალეტით, მისი კუმირი მომღერალი რიკი მარტინია. იტალიური
ლეილა უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია, უპირატესობას თეატრს ანიჭებს, თუმცა, არაერთ ტელესერალში თამაშობს, მათ შორის, საქართველოში პოპულარულ "სილაში".
აღიარება მას პირველივე მთავარმა მთავარმა როლმა მოუტანა სერიალში "გენზო"; მსახიობს დიდი შემოსავალი აქვს სარეკლამო რგოლებიდან,- "ნესკაფესა" და "ტოფიტას" რეკლამაში გადაიღეს.
ლეილა ამბობს, რომ მისი საყვარელი საჭმელი ქაბაბია და საერთოდ, დიეტის დაცვა ძალიან უჭირს, თუმცა, ახლახან, ავადმყოფობის გამო გასუქდა და მკაცრ დიეტაზე "დაჯდომა", საყვარელ კერძებზე უარის თქმა მოუწია, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვარს, მაგრამ ჩაცმა ხშირად უწევს იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიმაღლე სულ 1. 58 მეტრია.