რობი უილიამსისა და მისი მეუღლის, აიდა ფილის ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა: წყვილი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.
პატარა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა, ისევე როგორც მისი უფროსი და - კოკო. კოკოს წელს ერთი წელი შეუსრულდა.
პატარა ბოს დაბადების შესახებ საზოგადოებას, თავად რობი უილიამსის ცოლმა აცნობა, მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი.
"ის ბიოლოგიურად ჩვენია, მაგრამ ისევე როგორც კოკო, ისიც უმშვენიერესმა სუროგატმა დედამ გააჩინა. მოხარულები ვართ, მისი ხელში აყვანა შეგვიძლია - ჩვენი ოჯახი უკვე სრულყოფილი გახდა", - დაწერა აიდამ.