17 თებერვალი, 2020
მზადება 100-მილიონიანი ქორწილისთვის - პრინცესა დაიანას ძმისშვილი ქმრის გამო იუდაიზმს მიიღებს
პრინცესა დაიანას 29 წლის ძმისშვილი, კიტი სპენსერი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. მისი ქმარი 61 წლის მილიონერი მაიკლ ლუისია.

წყვილი ახლა ემზადება გრანდიოზული ქორწილისთვის, რომელიც წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 100 მილიონი დოლარი დაჯდება.

პრინც ჰარისა და პრინც უილიამსის ბიძაშვილი ახლა წინასაქორწინო სამზადისშია, მას კაბისა და ცერემონიალის სხვა დეტალების პარალელურად, კიდევ ერთ დეტალზე უწევს ზრუნვა, 29 წლის გოგონამ გადაწყვიტა სარწმუნოება შეიცვალოს და ქმრის რელიგიაზე გადავიდეს.

Китти Спенсер
კიტი სპენსერმა იუდაიზმი უნდა მიიღოს. ინფორმაცია ამის თაობაზე "The Sunday Times"-მა გაავრცელა. გამოცემა
აქვე აღნიშნავს, რომ პატარძლის ოჯახის წევრები ანგლიკანიზმის მიმდევრები არიან.

Майкл Льюис
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS