17 თებერვალი, 2020
„შეუძლოდ ვარ, უნდა გავიდე" - ელტონ ჯონი კონცერტის დროს ცუდად გახდა
სერ ელტონ ჯონის ახალ ზელანდიაში გამართული გრანდიოზული კონცერტი მოულოდნელად შეწყდა. 72 წლის მუსიკოსმა როიალთან ცნობილი ჰიტის, Daneil-ის შესრულება დაიწყო, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა: „ბოდიში, ხმა დავკარგე, შეუძლოდ ვარ, უნდა გავიდე”, – მიმართა მსმენელს ელტონ ჯონმა. მალევე მის დასახმარებლად სცენაზე სამედიცინო პერსონალი ავიდა და მუსიკოსის სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.


ცოტა ხნით ადრე, ელტონ ჯონმა ფანებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას პნევმონია აქვს და ფილტვების ანთება ფეხზე გადაიტანა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS