თავად პრიმადონა არ მალავს, რომ ახალგაზრდობას პლასტიკური ქირურგიის დახმარებით ინარჩუნებს. ამის შესახებ მან, რამდენიმე დღის წინ, "НТВ"-ის გადაცემაშიც ისაუბრა.
„ბუნებრივია, პლასტიკური ქირურგიის და ჩემი მეგობარი ქირურგების დახმარებით ვახერხებ ახალგაზრდობის შენარჩუნებას. როდესაც გულის ოპერაცია გავიკეთე, ექიმებმა მითხრეს - ჩემთვის ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება, ამიტომ ადგილობრივი ანესთეზიით ვიკეთებ ქირურგიულ

ე.წ. ძაფები საშინელებაა და არც მაქვს გაკეთებული. პრინციპში, კარგი კანი და გენეტიკა მაქვს და ესეც მეხმარება. ამავე დროს ხშირად ვეცნობი ინსტაგრამზე ბიუთი სიახლეებს, ვაკვირდები, რას იკეთებენ სხვები. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ისრაელიდან გამოწერით ვიღებ ე ვიტამინს, რომელსაც ვურევ სახის კრემში და ასე ვიყენებ მას, ვისმევ სახეზე და ყელზე“, - განაცხადა პრიმადონამ.
