"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის გარშემო ინტერესი მთელ მდოფლიოში არ წყდება. ცნობილი გახდა, რომ პრესტიჟულ ცერემონიალზე, სტუმრის სტატუსით მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მიიწვიეს, როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს შესთავაზეს ერთ-ერთი ნომინაცია წარედგინათ, თუმცა, მათ უარი განაცხადეს.
"მათთვის ეს თხოვნა დიდი პატივია, მაგრამ მიწვევა უარყვეს," - წერს "Elle"-ის ცნობილი გამოცემა და იქვე დასძენს, რომ მიზეზი, რის გამოც წყვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, კვლავაც და კვლავაც საზოგადოებისა და მედიის გადამეტებული ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიშია. "ოსკარის დაჯილდოებაზე გამოჩენა ყველაზე ხმაურიანი იქნებოდა მას
შემდეგ, რაც წყვილმა სამეფო ოჯახის უმაღლეს სტატუსსზე თქვა უარი და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა", - იკითხება სტატიაში.