11 თებერვალი, 2020
კიდევ ერთი სამეფო სკანდალი - დედოფლის უფროსი შვილიშვილი ცოლს შორდება
დედოფალ ელისაბეტის ოჯახში ისევ განხეთქილებაა. ამჯერად საქმე დედოფლის უფროს ქალიშვილსა და მის ვაჟს ეხება. პრინცესა ანას ვაჟი, 42 წლის პიტერ ფილიპსი, 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, ოტემ ფილიპს შორდება. წყვილს თანაცხოვრებიდან ორი ქალიშვილი, 9 წლის სავანა და 7 წლის აილა ჰყავთ.

გამოცემა „დეილი მეილს“ წყარო უყვება, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ოტემ ფილიპს მეგან მარკლი დაეხმარა. სასექსების ოჯახიდან გასვლა ბიძგი აღმოჩნდა სხვებისთვისაც. განქორწინების ინიციატორი თავად ოტემ ფილიპსია და მიზეზად მეუღლის უყურადღებობა სახელდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS