2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოპულარული სერიალის, "The Crown"-ის მეოთხე სეზონი გამოვა. სერიალის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი სეზონი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგანაც მასში პრინცესა დაიანა უნდა გამოჩნდეს.
გადასაღები მოედნიდან უკვე ვრცელდება ფოტოები. ლედი დის როლის შემსრულებელმა მსახიობმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის ძალიან ჰგავს პრინცესას.
ფოტო "The Crown"-ის გადასაღები მოედნიდან
ეს ფოტო 1983 წლის აპრილშია გადაღებული და
პრინცესას როლს ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, 23 წლის ემა კორინი ასრულებს. ემას აქამდე რამდენიმე სერიალში მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ ეპიზოდურ როლებში და საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ახლა კი, როცა "The Crown"-ის მეოთხე სეზონი ჯერ ეკრანზე არ გამოსულა, ემა კორინის მიმართ საოცრად დიდი ინტერესია და ის უკვე ვარსკვლავად იქცა. გაგრძელება