03 თებერვალი, 2020
"მოძალადე!" - კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის გრაფიტი ვანდალებმა შეურაცხყვეს
ტეხასში კობი ბრაინტის პატივსაცემად გააკეთეს ახალი გრაფიტი, რომელიც ვანდალებმა შეურაცხყვეს.

ნახატზე გამოჩნდა წარწერა – "მოძალადე“ – ამის შესახებ ქალაქ ოსტინის მცხოვრებმა აცნობა.

2003 წელს ბრაიანტი ეჭვმიტანილი იყო 19 წლის სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში, თუმცა, გოგონამ მოგვიანებით უკან გაიწვია სარჩელი.

სხვათა შორის, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ფემინისტურმა მოძრაობამ მოუწოდა, რომ არ იგლოვონ NBA-ს ლეგენდა, მიზეზად სწორედ ახალგაზრდა ქალზე ძალადობა დაასახელეს. ხელმომწერთა შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, მათ შორის ამერიკელი მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი, გერმანელი მწერალი ლორენ ჰოფი. მათ კობის
საწინააღმდეგო პოსტები დაწერეს.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS