28 იანვარი, 2020
ნიკი მინაჟის ძმას 13 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ნიკი მინაჟის ძმას სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 40 წლის ჯელანის ბრალი ედება 13 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში.

მის წინააღმდეგ გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, ლონგ-აილენდის სასამართლომ კი, საბოლოო გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო.

დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და საქმის გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის თქმით, ნიკი მინაჟის ძმა შანტაჟის მსხვერპლი გახდა და ეს მიზნად ისახავდა მისი ოჯახისგან 25 მილიონი დოლარის გამოძალვას.

სასამართლოზე კი წარმოადგინეს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ჯელანი არასრულწლოვან მსხვერპლს 11 წლიდან აყენებდა შეურაცხყოფას, წლების
შემდეგ კი მასთან სექსიც ჰქონდა.

პატარა გოგონა ამბობს, რომ დამნაშავე მას მარიონეტას ეძახდა და მომღერლის ძმა არასრულწლოვანზე მაშინ ძალადობდა, როდესაც დედა სამსახურში იყო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS