ირინა შეიკი ბრიტანული "Vogue"-ის ახალი ნომრის გარეკანზეა. 34 წლის მოდელის შთამბეჭდავი კადრების გარდა, სიახლემ მისი უიშვიათესი კომენტარის გამო მიიქცია ყურადღება, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ყოფილ რჩეულს - ბრედლი კუპერს ეხება. მოდელს მისგან ქალიშვილი - ლეაც ჰყავს.
"მე ვფიქრობ, ჯანსაღ ურთიერთობებში შენ საკუთარ საუკეთესო და ყველაზე ცუდ მხარეებს ავლენ - ეს ადამიანის ბუნებაა. არაჩვეულებრივი ადამიანები ყოველთვის საუკეთესო წყვილს ვერ ქმნიან.
ვფიქრობ, ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ეს გზა ერთად გაგვეარა. ცხოვრება B-ის (Bradley) გარეშე სრულიად
ახალი გამოცდილებაა", - აღნიშნა მან.