08 აპრილი, 2014
ამერიკელებმა განქორწინებამდე სექსი და კარნავალის დროს სიკვდილი აკრძალეს
განქორწინების პროცესში მყოფ ოჯახურ წყვილებს მათ საერთო სახლში სექსი აუკრძალეს ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის შტატის კანონმდებლებმა უცნაური კანონი მიიღეს - განქორწინების პროცესში მყოფ ოჯახურ წყვილებს მათ საერთო სახლში სექსი აუკრძალეს.

მიღებული დოკუმენტი წყვილს ავალდებულებს 120 დღე სექსის გარეშე გაატარონ, სწორედ ეს ვადაა გათვალისწინებული შტატში განქორწინების პროცესის დასასრულებლად, კანონდამრღევევი ერთი თვით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამერიკული კანონმდებლობა ასეთი უცნაური კანონების სიმრავლით გამოირჩევა:

მიჩიგანში მიიღეს აქტი, რომელიც ადამიანებს ახლობლების განზრახ გაღიზიანებას, მათთვის ნერვების მოშლას დაუშვებლად მიიჩნევს, ხოლო ერთ პატარა
ქალაქში კარნავალის, ქუჩის მსვლელობების დროს დაკრძალვის ცერემონიალის გამართვა აკრძალეს, რასაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომლის აღშფოთება მოჰყვა: და რა ქნას იმან, ვინც ამ დროს მოკვდება?

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS