ისინი ბრედფორდის მოსახლეობას შეხვდნენ. საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ კეიტ მიდლტონი ძალიან გამხდარია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჰეროციგინიას არაჯანსაღი სიგამხდრე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის გამო აქვს.
კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ექსპერტების, პრესისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, პრინც უილიამსის ჟესტია. მიღებაზე მან მეუღლეს თეთრი ვარდების თაიგული მიართვა.
როგორც იცით, პრინც უილიამსს უჭირს გრძნობების საჯაროდ გამოხატვა
"MailOnline"-თან საუბარში სხეულის ენის ექსპერტმა, ჯუდი ჯეიმსმა პრინცის ამ საქციელზე შეფასება გააკეთა.
"მას უწევს ხალხთან კომუნიკაცია და სჭირდება ნდობის დაბრუნება. ეს იყო სიგნალი იმის, რომ წყვილს უყვარს და მოსწონს სამეფო წესები. ასევე, აშკარაა, რომ პრინც უილიამსს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა", - განაცხადა ექსპერტმა.