22 იანვარი, 2020
პამელა ანდერსონი 52 წლის ასაკში საიდუმლოდ გათხოვდა - მან ცხოვრება იმ კაცთან აირჩია, რომელსაც 30 წელზე მეტია უყვარს
20 იანვარს 52 წლის პამელა ანდერსონმა და 74 წლის პროდუსერმა, ჯონ პიტერსმა საიდუმლოდ იქორწინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "The Hollywood Reporter"-ი ავრცელებს.

Памела Андерсон

მისი ინფორმაციით, დახურული საქორწინო ცერემონია მალიბუში გაიმართა. ანდერსონი და პიტერსი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველასგან ფარულად ძველი ურთიერთობა აღადგინეს.

„ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ 35
წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მსურდა. ის ჩემი შთაგონების წყაროა. მე ვიცავ მას და ვექცევი ისე, როგორც ამას იმსახურებს“, - განაცხადა 74 წლის პროდიუსერმა.

Джон Питерс

ეს ქორწინება 52 წლის პამელა ანდერსონისთვის მეხუთეა.

"პამელა პირველად ბარში გავიცანი, სადაც შევედი და ანგელოზი დამხვდა. მაშინ პემი 19 წლის იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. ის მაკიაჟის გარეშე ბრწყინავდა. ამასთანავე, ის იყო ძალიან ჭკვიანი და უდიდესი ტალანტის მქონე ადამიანი", - განაცხადა პროდუსერმა ინტერვიუში.

Джон Питерс и Памела Андерсон, 1989 годКрис Рок и Памела Андерсон

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS