ინფორმაცია თავად ლეონარდო დიკაპრიომ დაადასტურა. მათ მარტინ სკორსეზესთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. მსახიობებს მის არაერთ ფილმში მიუღიათ მონაწილეობა.
სკორსეზე ახალ ფილმს დევიდ გრანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღებს, რომელიც FBI-ის გამომძიებლების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში გადმოცემული იქნება მეოცე საუკუნეში მომხდარი ამბავი, როდესაც ნავთობის მაგნატები კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მოკლეს. ფილმის გადაღებები მარტიდან დაიწყება.