ორი დღის წინ, პრინცი ჰარი დაესწრო ლონდონში გამართულ წვეულებას, რომელსაც მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი "Sentebale"-ი მასპინძლობდა.
ჰარიმ ამჯერად ვრცლად პირველად ისაუბრა მისი და მეუღლის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე.
"ჩვენი მიზანი დედოფლის, ქვეყნის და ჩემი სამხედრო ასოციაციების საზოგადოების დაფინანსების გარეშე მომსახურება იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა", - აღნიშნა
პრინცი ჰარი ამბობს, რომ მასა და მეგან მარკლს ამ მიზნის განსახორციელებლად "სხვა არჩევანი" არ ჰქონდათ. ამჯერად პრინცმა საკუთარი სახელით ისაუბრა და არა პრინცის ან ჰერცოგის და აღნიშნა, რომ მან მეგან მარკლთან ის სიყვარული და ბედნიერება იპოვა, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.