21 იანვარი, 2020
პრინცმა ჰარიმ ის ემოციური მიზეზი გაასაჯაროვა, რის გამოც მასა და მეგან მარკლს უმაღლეს წოდებაზე უარის თქმა მოუწიათ
უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიოს ყურადღება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ოჯახისკენაა მიპყრობილი. წყვილმა სამეფო ტიტულზე უარი თქვა და ახლა აპირებენ, დამოუკიდებლად იმოქმედონ და საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთონ.
ორი დღის წინ, პრინცი ჰარი დაესწრო ლონდონში გამართულ წვეულებას, რომელსაც მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი "Sentebale"-ი მასპინძლობდა.


Rating

ჰარიმ ამჯერად ვრცლად პირველად ისაუბრა მისი და მეუღლის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე.


"ჩვენი მიზანი დედოფლის, ქვეყნის და ჩემი სამხედრო ასოციაციების საზოგადოების დაფინანსების გარეშე მომსახურება იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა", - აღნიშნა
მან.

Принц Гарри



პრინცი ჰარი ამბობს, რომ მასა და მეგან მარკლს ამ მიზნის განსახორციელებლად "სხვა არჩევანი" არ ჰქონდათ. ამჯერად პრინცმა საკუთარი სახელით ისაუბრა და არა პრინცის ან ჰერცოგის და აღნიშნა, რომ მან მეგან მარკლთან ის სიყვარული და ბედნიერება იპოვა, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.
Принц Гарри и Меган Маркл с сыном Арчи
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS