დასავლური პრესის ცნობით, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილი ღვინის ბიზნესში ერთვება, ისინი მალე გამოუშვებენ ახალ შამპანურს, რომელიც Château Miraval-ის სახელით გაიყიდება.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილმა ვენახი 2011 წელს საფრანგეთში შეიძინა, რაშიც 67 მილიონი დოლარი გადაიხადა.