რაფერტი 46 წლის ცნობილი მსახიობის ჯუდ ლოუს ვაჟია და საოცრად ჰგავს მამას. ის მოდის კვირეულზე სპეციალურად იყო მიწვეული.
რაფერტი გატაცებულია მუსიკით, უკრავს გიტარაზე და ხმისჩამწერ კომპანია SHO Records-თან აქვს გაფორმებული კონტრაქტი.
ის ასევე 29 წლის ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის, რიტა ორას შეყვარებულია. მათი რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის დეკემბერში გახდა, როდესაც წყვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩნდა.