უკვე რამდენიმე თვეა, სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი შეყვარებულია. მისი რჩეული კომიკოსი პიტ დევიდსონია. წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ ერთად სხვადასხვა რომანტიკულ გარემოში, თუმცა, უცხოური პრესის ცნობით, სინდი და რენდი გერბერს ქალიშვილის არჩევანი არ მოსწონთ და ისინი უკვე დააშორეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილის არჩევანს მშობლები დევიდსონის არასტაბილური ხასიათის გამო არ იწონებენ. მას სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ქალთან ჰქონდა რომანი, სწორედ ამიტომ კაიას მშობლებს არ სურთ გულისტკივილი მათმა ქალიშვილმაც გადაიტანოს.
როგორც პაპარაცების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, კაიას ნიუ-იორკის აპარტამენტთან
განერვიულებული მშობლების საუბარი დააფიქსირეს, მოგვიანებით კი, სახლი კაიას მეგობარმა მამაკაცმაც დატოვა.