ირკვევა, რომ როდესაც რუსი ოლიგარქი რუსლან ბაისაროვი სკანდალურად დაშორდა კრისტინა ორბაკაიტეს, სადღაც შორს, ჩეჩნეთის დასახლებაში მისი მეექვსე ცოლი დაიბადა. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 51 წლის მილიარდელი ისევ დაქორწინდა. მისი რჩეული 18 წლის ჩეჩენი გოგონა, ალამატ აბუბაკაროვა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატარძალს ქორწილში უბრალო საქორწინო კაბა ეცვა, თმაც ჩვეულებრივ სალონში დაივარცხნა და მაკიაჟშიც არ გადაუხდია ბევრი ფული.
წყვილმა ერთმანეთი მოსკოვში სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. მათ ერთმანეთს ინსტაგრამზე მიწერეს.
რუსლან ბაისაროვი მომღერალ კრისტინა ორბაკაიტეს ყოფილი ქმარია,
წყვილს ჰყავს საერთო ვაჟიც, რომელიც 2010 წელს ოლიგარქმა ყოფილ ცოლს წაართვა. თუმცა, სასამართლო დავა ორბაკაიტემ მოიგო, რის გამოც ქრისტინას დედამ, რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ, საქმის ადვოკატს ალექსანდრ მიროშინს ახალთახალი ჰამერის მარკის ავტომობილი აჩუქა.