მეგან მარკლი დისნეის საქველმოქმედო პროექტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, მეგან მარკლის მიზანი გარეული ცხოველების დაცვის ხელშეწყობა იქნება და პროექტისგან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც აფრიკაში სპილოებს ბრაკონიერებისგან იცავს.
ამის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბუკინგემის სასახლის პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლიმ საჯაროდ განაცხადეს, რომ “აპირებენ სამეფო ოჯახის “წოდებით ზემდგომ” წევრობაზე უარი თქვან და იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ”.