8 იანვარს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ საზოგადოება კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილებით აალაპარაკეს. წყვილმა ინსტაგრამზე
გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის საპატიო წევრების ტიტულზე უარს ამბობენ. ამიერიდან მათ ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება მოუწევთ, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება:
1. მათ ძველი ტიტულებით აღარ მოიხსენიებენ
"უცნაური იქნება, თუ მეგან მარკლი და ჰარი უარს იტყვიან სამეფო ოჯახის ვალდებულებებზე და მათ მაინც ტიტულებით (ჰერცოგი, ჰერცოგინია) მოიხსენიებენ", - წერს კანადური გამოცემა - "Maclean"-ი.
ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის უმაღლეს ტიტულზე უარის თქმით დაკარგეს!" width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />
2. პრინცმა ჰარიმ შესაძლოა დაკარგოს გვირგვინი
სამეფო გვირგვინზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, რადგან პრინცი ჰარი რიგით მეექვსე მემკვიდრეა, თუმცა, საზოგადოების ინტერესი ამ დეტალის მიმართ დიდია. ექსპერტების თქმით, პრინცი ჰარი და არჩი ამ ყველაფერს გამოეთიშებიან.
3. მათ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც გადასახადების გადამხდელებისგან ფინანსდება
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებს, თუმცა, სახელმწიფოსგანაც დიდი რაოდენობის გრანტი აქვს. მაგალითად, 2017-დან 2018 წლამდე სამეფო ოჯახს დიდი ბრიტანეთისგან 100 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდა, მათ შორის სწორედ ასე დაფინანსდა წყვილის ძვირადღირებული - 46 მილიონ დოლარიანი ქორწილი. ამიერიდან, წყვილი მაშინაც კი, როცა სამეფო ოჯახისთვის საჭირო ვიზიტით გაემგზავრება სადმე, არ შეეძლება დაფინანსების გამოყენება.