08 იანვარი, 2020
ბიონსე და ჯეი ზი "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე თავიანთი ალკოჰოლით მივიდნენ - ოლიგარქების ტრენდი, რომელიც მსოფლიოში ფეხს იკიდებს
"ოქროს გლობუსის" ორგანიზატორებს უფლება აქვთ ცერემონიალზე ბიონსეს და ჯეიზის ვარსკვლავური წყვილი აღარ დაპატიჟონ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წყვილმა წელს ცერემონიალზე ერთი საათით დააგვიანა და ამავე დროს პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალზე საკუთარი ალკოჰოლური სასმელი მიიტანა. 

გამოცემა "Daily Mail"-ის ცნობით, ვარსკვლავური წყვილის დაცვას ცერემონიალზე მისვლისას ხელში ეჭირა ორი ბოთლი შამპანური Moët & Chandon.

Rating

გამოცემის ცნობით, Moët & Chandon-ის შამპანურის ერთი ბოთლის ფასი 50 დოლარიდან იწყება. ხოლო ის სასმელი, რომელიც ვარსკვლავურმა წყვილმა ცერემონიალზე მიიტანა, 500 დოლარი ღირს და
მას ჯეიზისთვის დიდი ისტორია აქვს.

ამბობენ, რომ ის ამ ბრენდის ერთ-ერთი მფლობელია და საკუთარ სიმღერაშიც ახსენებს მას.

ოფიციალურ წვეულებებზე საკუთარი სასმელით მისვლა უკვე მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, ოლიგარქების ცოლები და თავად ოლიგარქებიც დახურულ წვეულებებზე თავიანთი სასმელით მიდიან. 
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS