ინფორმაცია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე თავად შერონ სტოუნმა გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის Bumble-ზე დაბლოკეს.
როგორც აპლიკაციის ადმინისტრაციისგან მიღებული შეტყობინებით ირკვევა, მსახიობის ანგარიში მომხმარებლების გამაფრთხილებელი შეტყობინებების – ე.წ. რეპორტების საფუძველზე დაიბლოკა.
Bumble-ში დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ანგარიში ყალბი იყო და სტოუნის ფოტოებს სხვა იყენებდა.