06 იანვარი, 2020
"მკვლელი" - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილის სათამაშოების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ვაჟი, არჩი, ჯერ მხოლოდ 7 თვისაა, თუმცა, მშობლები და არა მხოლოდ ისინი, პატარას საჩუქრებით ხშირად ანებივრებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, არჩის გასაბერი აუზი, კონსტრუქტორი და წიგნი აჩუქეს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ლოური ტერნერმა, ჯერემი ვაინის შოუში არჩის საჩუქრებზე მკაცრი განცხადება გააკეთა.

"ეს საცურაო აუზი საშინელი საჩუქარია და ის, ვინც მის შეძენაში ფული გადაიხადა, პლანეტის მკვლელია", - განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS