ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობის შესახებ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა! მსახიობმა ოქროს გლობუსი მოიპოვა
ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოება გაიმართა. 56 წლის მსახიობმა, ბრედ პიტმა Best Supporting Actor-ის ჯილდო, კვენტინ ტარანტინოს ფილმში "Once Upon a Time in Hollywood" შესრულებული Cliff Booth-ის როლისთვის, მოიპოვა.
ვარსკვლავმა ცერემონიის მსვლელობამდე წითელ ხალიჩაზე "ET"-ისთან ისაუბრა. როდესაც ბრედს მის ყოფილ მეუღლეზე, ჯენიფერ ენისტონზე დაუსვეს შეკითხვა, მან გაიღიმა და უპასუხა, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ახლა მასთან შეხვედრა, რადგან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ძალიან კარგი მეგობრები არიან.
საზოგადოებისთვის მსგავსი განცხადება მოულოდნელი
იყო, როგორც გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საახალწლოდ ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი საზოგადოებას "სიმართლეს ეტყოდნენ."