24 დეკემბერი, 2019
ვიქტორია ბექჰემმა შვილების ნათლობაზე მამამთილის შეყვარებული არ დაპატიჟა
დევიდ და ვიქტორია ბექჰემების წყვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. შესაბამისად, პრესის ყურადღებას არ გამორჩენია მათი შვილების, 14 წლის კრუზისა და 8 წლის ჰარპერის ნათლობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა.

ნათლიებს შორის იყვნენ ბექჰემების უახლოესი მეგობრები, ევა ლონგორია და მარკ ენტონი. ნათლობის წვეულებას მხოლოდ ოჯახის უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ და ეს ფაქტი ვიქტორია ბექჰემსა და დევიდ ბექჰემის მამას, ტედს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.

Rating


დევიდის მამის, ტედის ახალი შეყვარებული, ადვოკატი ჰილარი მერედიტია, რომელსაც 27 წლის ქალიშვილი, შარლოტა ჰყავს.
ისინი ვიქტორიამ ნათლობაზე არ დაპატიჟა. დიზაინერის აზრით, ნათლობა წმინდა ოჯახური ტრადიციაა, სადაც მხოლოდ ოჯახი და უახლოესი მეგობრები უნდა იყვნენ.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS