06 აპრილი, 2014
ირინა შეიკი: „რონალდოს გარდა მე არაფერი მინდა“
ძალიან მინდა, დედა გავხდე და ბევრი შვილი გავაჩინო 26 წლის მოდელმა ირინა შეიკმა აღიარა, რომ თავის ბოიფრენდს, 29 წლის ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდოს იდეალად მიიჩნევს და მისთვის ბევრი შვილის გაჩენაზე ოცნებობს.

წინა კვირას ირინას ბადენ-ბადენში „გალა სპას“ მიერ ჩატარებულ ცერემონიაზე სპეციალური პრემია გადასცეს ნომინაციაში „სილამაზის ეტალონი“. გერმანული გამოცემის ჟურნალისტები დაინტერესდნენ ირინას ამჟამინდელი ცხოვრების დეტალებით და იმაზეც ჰკითხეს, როგორია „სილამაზის ეტალონისთვის“, გვერდით ჰყავდეს კრიშტიანუ რონალდო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სიმპათიური ფეხბურთელი, რომელსაც მეტროსექსუალად მიიჩნევენ.

„ჩვენ ოცდამეერთე
საუკუნეში ვცხოვრობთ. ძალიან სექსუალურად მიმაჩნია ის, რომ ჩემი ბოიფრენდი გულმოდგინედ უვლის თავს. თუმცა, თუ კრიშტიანუ ჩემი საცხებით დაიწყებს სარგებლობას, ჩემგან მალულად... აი, მაშინ მართლა გაუჩნდება პრობლემები (იცინის)!.. კრიშტიანუს მშვენიერი სხეული აქვს. მას ყველაფერი აქვს, რაც მე მჭირდება, ასე რომ, სხვა კაცებს არც კი ვუყურებ“, - აღნიშნა ირინამ.

იდეალური სილამაზის გარდა, როგორც ჩანს, კრიშტიანუს სხვა დადებითი თვისებებიც აქვს, რითაც ირინა მოხიბლა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი მიიჩნევს, რომ იდეალური მამაკაცი უნდა იყოს „მომხიბვლელი, შეეძლოს თვითკრიტიკა, თვითირონია, იყოს ნამდვილი ჯენტლმენი, რომელიც სკამს გაუწევს და კარს გაუღებს, პალტოს მიაწვდის“.

ახლა ირინას კარიერა წარმატების პიკშია, თუმცა მომავალში მრავალმილიონიან კონტრაქტებზე მეტად მშვიდ ოჯახურ ბედნიერებასა და შვილებზე ოცნებობს:

„ძალიან მინდა, დედა გავხდე და ბევრი შვილი გავაჩინო. ვოცნებობ დიდ სახლზე ზღვის პირას, რომელშიც ვიცხოვრებთ დიდი ოჯახი და ერთი-ორი ძაღლი“.

ჯერ თავისი შვილი არ ჰყავს, თუმცა დედობას უწევს რონალდოს 3 წლის ვაჟს, რომელიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა. ბოლოს ოჯახი ერთად გამოჩნდა „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიაზე, სადაც რონალდუ კიდევ ერთხელ აღიარეს საუკეთესოდ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS