50 წლის მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპეზი პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. ვარსკვლავს ბეწვი ეცვა, რის გამოც ის კრიტიკის ობიექტი გახდა. ჯენიფერ ლოპეზს ხშირად აკრიტიკებს საზოგადოება ნატურალური ბეწვის ტარების გამო, მას ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე აქციის მონაწილეები ბანერებით დახვდნენ და მას არაადამიანური საქციელის გამო, მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა "ცხოველების სიკვდილი საკუთარი ჩაცმულობის გამო."
ჯეილო კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთი ამბის გამო გახდა. მას სტრიპტიზიორის როლის თამაშისთვის აკრიტიკებენ.
ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მისთვის სტრიპტიზიორის როლის მორგებ
ამ მნიშნელოვანი როლი იქონია და ის ამ პერიოდში თავს ძლიერ ქალად თვლიდა. საზოგადოების მხრიდან ამ განცხადების შემდეგ კრიტიკა წამოვიდა, ხალხი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა გოგონების ინსპირაცია სტრიპტიზი არ უნდა გახდეს, რასაც ჯენიფერ ლოპეზი უხეშად რომ ვთქვათ, რეკლამას უკეთებს. სოციალურ ქსელში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯენიფერი მსგავსი როლისთვის ზედმეტად ასაკიანია.