20 ნოემბერი, 2019
ბრედ პიტს ახალი რომანი აქვს
ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი არაერთ ქალთან დააწყვილეს, თუმცა, ჭორები ჭორებად დარჩა და რა ხდება 55 წლის ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში, ეს თემა დღემდე უცნობია.

სამაგიეროდ, ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურ სახეს იძენს ახალი ჭორი იმის შესახებ, რომ უსიმპატიურესი ვარსკვლავი 30 წლის მსახიობს, ალაი შოკატს გაუმიჯნურდა. მათ საერთო კამპანიაში ხშირად ხედავენ.

წყვილი პირველად ერთად სექტემბერში სპექტაკლის "A Play Is a Poem"-ის პრემიერაზე დააფიქსირეს. ისინი პრემიერაზე ერთი ავტომობილით მივიდნენ, შემდეგ კი ივახშმეს.

გასულ კვირას ბრედ პიტი
და მისი ახალი მეგობარი გოგონა, ლოს-ანჯელესში გამოფენაზე იმყოფებოდნენ ერთად, რისი ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS