26 მაისი, 2013
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები
ძლიერი სქესის წარმომადგენლები რა ხანია ცდილობენ, სამოდელო ბიზნესი დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით ქალებთან მარცხდებიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლები რა ხანია ცდილობენ, სამოდელო ბიზნესი დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით ქალებთან მარცხდებიან. თუ ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალი წელიწადში 40-45 მლნ დოლარით მატულობს, მამაკაცი მოდელი წარმატებულად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს შეადგენს.

Ratingყველაზე ცნობილი რუსი მამაკაცი მოდელი დასავლურ სამოდელო ბიზნესში დანილა პოლიაკოვია, რომელიც პოდიუმზე ხან მამაკაცის სახით წარდგება და ხანაც - ქალის. თუმცა შემოსავლის დონით მას ციმბირელი არტურ კულკოვი უსწრებს. სიჭაბუკეში აშშ-ში
წავიდა ემიგრაციაში, ბრუკლინში მიიღო უმაღლესი განათლება და ბიზნესმარკეტინგს დაეუფლა. სამოდელო სააგენტოს სკაუტმა მას მაშინ მიაქცია ყურადღება, როცა არტური მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. თავდაპირველად ახალგაზრდა ბიჭი მტრულად განეწყო და კატეგორიული უარი განაცხადა კასტინგზე წასვლაზე, თუმცა მერე გადაიფიქრა. არც უნანია: ახლა ყოველ სეზონზე მინიმუმ ერთი ახალი კონტრაქტი აქვს, თუ გაუმართლებს - რამდენიმეც კი.

Ratingმამაკაცს იარები ამშვენებსო - მათიას ლაურიდსენი ამ მოსაზრებას ადასტურებს. გრიმიორები არ მხოლოდ არ უმალავენ ღრმა დაღს მარცხენა ლოყაზე, პირიქით, ყველანაირად უსვამენ ხაზს. თვითონ მათიასს არ უყვარს ამ იარის წარმომავლობაზე ლაპარაკი და ჩვეულებრივ მხოლოდ გაკვრით ამბობს, რომ მგზნებარე სიჭაბუკის წლებში ბოთლის ნამსხვრევი მოხვდა სახეში. ლაურიდსენი თვით კარლ ლაგერფელდმა გადაიღო და კმაყოფილიც დარჩა შედეგებით. გარდა ამისა, დანიელი მოდელი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიაშიც მონაწილეობდა.

Ratingადამ სენი სამოდელო ბიზნესში პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ტიპური სერფერის გარეგნობის მქონე ბიჭი ერთ-ერთი ტეხასური სასტუმროს დერეფანში შენიშნა სამოდელო სააგენტოს მენეჯერმა. სენს არც კი შეჰპარვია ეჭვი, რომ გამოუვიდოდა მოდელობა. მისი პირველი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო იყო, რომელიც ადრე ძირითადად პრინცესა დაიანას იღებდა.

Ratingბენ ჰილმა გვიან გაითქვა სახელი: დოლჩე და გაბანასა და ვივიენ ვესტვუდის ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 30 წლის ასაკში მიიწვიეს. ადრეც ცდილობდა პოდიუმზე მოხვედრას, თუმცა ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ. მას მერე ამერიკელ მოდელს მრავალ ბრენდთან უმუშავია, თუმცა ყველაზე ხშირად ლუის ვიტონისა და ტომი ჰილფიგერის ჩვენ-ებებზე ჩნდება. ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ სანამ ცნობილი გახდებოდა, ჰილი სამრეწველო ელექტრიკოსის სპეციალობას ეუფლებოდა. ამიტომ, სამოდელო ბიზნესში წარუმატებლობის შემთხვევაში, უმუშევარი არ დარჩება.

Ratingჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში ესპანელი ჯონ კორტახარენა შემთხვევით აღმოჩნდა ბარსელონის მოდის კვირეულზე. მოხდენილი მწვანეთვალება ჭაბუკი იქ ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა შენიშნა და გასაუბრებაზე მიიწვია. რამდენიმე თვეში კორტახარენამ მსოფლიო პოდიუმებზე გაიბრწყინა. დღესდღეობით მოდელი კინოშიც დგამს პირველ ნაბიჯებს - ითამაშა ტომ ფორდის ფილმში - „მარტოხელა მამაკაცი“.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ელმა
ნეტავ ესენი ყველანი გეები არიან? რა დასანანი იქნებოდა
08:24 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS