13 ნოემბერი, 2019
" ის გონებით უკვე მარსს იპყრობს" - ალა პუგაჩოვას ქმარმა პუტინი გაამასხარავა და გააკრიტიკა
პოპულარულმა რუსმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მაქსიმ გალკინმა, ნოვოსიბირსკში გამართულ კონცერტზე გაამასხარავა კრემლის მომხრე ტელეარხები, რომლებიც, მსახიობის თქმით, საბჭოთა პერიოდში დაბრუნდნენ „ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით“, ხოლო ვლადიმირ პუტინმა, რომელიც „გონებაში მარსს იპყრობს“, მოიწყინა რუსების გამო.

„პუტინმა ჩვენ გამო თავად მოიწყინა, გესმით. უამრავი პრობლემაა, არ გვაქვს საკმარისი პენსია, იქ რაღაც ისე არ გააკეთეს, აქ რაღაც ისე ვერაა. ის (პუტინი) ხომ უკვე სხვა მასშტაბებით აზროვნებს. ის გონებით უკვე მარსს იპყრობს. ჩვენ კი ვწუწუნებთ: „ხვალ როგორღა ვიცხოვროთო“. ის
კი გვპასუხობს: „მოითმინეთ, ქამრები შემოიჭირეთ!“ და ჩვენც ვიჭერთ და ვიჭერთ, ვინ წელზე, ვინ კიდევ - კისერზე“, - გაიხუმრა მაქსიმ გალკინმა.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS