03 აპრილი, 2014
რის გამო შორდებოდა ცოლს ირაკლი ფირცხალავა
ოჯახის მეგობრის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახლდათ, რომ სოფიას თავისი ბიზნესის წამოწყება მოუსურვებია პოპულარული მომღერალი ირაკლი ფირცხალავა რუსეთში აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. ბოლო დროს რუსულ ''ერთი-ერთში'' მონაწილეობს და მისი ყოველი გამოსვლა ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

სტას მიხაილოვის შემდეგ მოულოდნელად შაკირას როლში წარდგა და ჟიურის წევრები სიცილით დახოცა. მერე კი სოსო პავლიაშვილის ჯერი დადგა - ამ როლის შესრულება ყველაზე უკეთ გამოუვიდა. ხმით, ლაპარაკის მანერითაც კი ნამდვილი პავლიაშვილი იყო. ირაკლიმ მხოლოდ სიმღერა არ იკმარა, ნამდვილი ქართული სუფრა გაუშალა
ჟიურის საპატიო წევრ ალა პუგაჩოვას და ქართულადაც კი აამღერა.

ყველამ ერთხმად აღიარა, ჟიურიმაც, მაყურებლებმაც და მონაწილეებმაც, რომ ირაკლის შესანიშნავი სამსახიობო მონაცემები ჰქონია და ამ შოუში მისი გამორჩეული ნიჭიერება კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თუმცა სანამ ეს შოუ დაიწყებოდა, ირაკლის ძალიან სერიოზული ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა და კინაღამ გაეყარა თავის მშვენიერ ცოლ სოფიას. მავრიკიაში საახალწლო არდადეგებზე მყოფ წყვილს კამათი მოსვლია. უკან დაბრუნებულები ცალ-ცალკე გადასულან საცხოვრებლად.

ოჯახის მეგობრის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახლდათ, რომ სოფიას თავისი ბიზნესის წამოწყება მოუსურვებია. ერთ-ერთ კლუბში ღონისძიებების ორგანიზება დაიწყო, თავისი ფული გაუჩნდა და მალე მანქანის ყიდვასაც აპირებს. ადრე კი ყველაფერს ქმარი აკონტროლებდა. როგორც ჩანს, ირაკლიში კავკასიურმა ტემპერამენტმა გაიღვიძა და სცადა, ცოლისთვის ''თავისი ადგილი მიეჩინა''. თუმცა საბოლოოდ მაინც თვითონ მოუხდა უკან დახევა.

თავადვე აღიარებს, რომ სოფიასა და ორი შვილის გარეშე გაუჭირდა გაძლება. მიხვდა, რა ძვირ-ფასები არიან ისინი მისთვის და ძალისხმევა არ დაიშურა ცოლთან შესარიგებლად.
''იმისთვის არ მომიყვანია ცოლი, რომ გავეყარო'', - უმეორებდა თურმე ირაკლი მეგობრებს. ყოველდღე თეთრ ტიტებს უგზავნიდა ცოლს, მესიჯებს სწერდა, სიყვარულს უხსნიდა. სოფიამაც გადაწყვიტა, ქმარს დაბრუნებოდა.

ჰოდა, ძალებაღდგენილმა და ბედნიერმა ირაკლიმაც სიამოვნებით განაცხადა თანხმობა პოპულარულ შოუში მონაწილეობაზე, რამაც მის კარიერაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა - ირაკლის შესახებ ახლა ყველა ლაპარაკობს და მის სასცენო როლებს აქტიურად განიხილავენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნატია
ვგიჯდები ამ წყვილზე
19:44 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ია-ს
ია, კითხვა არ იცი? ცოლმაო თავისი საქმის წამოწყება მოინდომაო და ირაკლისთან კამათი მოუვიდაო, არ ეწერა?
19:21 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
მაგარი ცოლი ყავს ძაან
17:23 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
სადაა ახლა აქ, რის გამო შორდებოდა ცოლს? :)
16:32 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
აბა რაააა!!! ტაკიე ჟენშჩინი ნა ულიცე ნე ვალიაიუტსაო
10:23 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS