02 აპრილი, 2014
66 წლის ბებიას შვილიშვილი სკოლაში ზურგით დაჰყავს

უნარშეზღუდული გოგონა ცდილობს, ბებიას ტვირთი შეუმსუბუქოს, - ბამბუკისგან დამზადებული თვითნაკეთი ყავარჯნები "მიაშველოს"

66 წლის ჩინელ ქალს თავისი შვილიშვილი, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია და მუხლის აუტანელი ტკივილის გამო ფეხზე რამდენიმე წუთიც ვერ დგება, სკოლაში ზურგით დაჰყავს.
გოგონას ყავარჯნებიც ვერაფერს შველის, მას არც მშობლები ჰყავს - მამა ოჯახიდან მაშინ წავიდა, როცა ის ორი წლის იყო, დედა მეორედ გათხოვდა და შვილს აღარ ნახულობს, ასე დარჩა გოგონა ბებიას იმედად.

თავდადებული ბებია ყოველ დილით 5 საათზე დგება, შვილიშვილს მომზადებაში ეხმარება, 7 საათზე
კი მასთან ერთად სკოლისაკენ მიიჩქარის, - 2 კილომეტრიანი რთული და ხიფათიანი გზის გავლას ხანშიშესული ქალი, რომელსაც ზურგზე შვილიშვილი უზის, საათნახევარს უნდება.

რამდენიმე საათის შემდეგ კი იმავე გზით და ტვირთით უკან ბრუნდება. ეს მოგზაურობა უკვე ხუთი წელია გრძელდება და ამ ხნის მანძილზე ბავშვს სკოლაში არასოდეს დაუგვიანია.
ამასთან, გოგონა იზრდება და სულ უფრო მძიმდება - ახლა 14 წლისაა და 40 კილოგრამს იწონის.

უნარშეზღუდული გოგონა ცდილობს, ბებიას ტვირთი შეუმსუბუქოს, - ბამბუკისგან დამზადებული თვითნაკეთი ყავარჯნები "მიაშველოს". ამასთან, ფან მეი კარგად აცნობიერებს, რა მსხვერპლზე მიდის მისთვის ბებია და ცდილობს, არ იზარმაცოს - ის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ბექა
მებრალება ორტავენი. როგორი ერტგული ბებო კოლია საბრალო გოგონას
03:58 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნეტავ რა უნდა ისწავლოს ამ გოგომ იმ სკოლაში იმის ფასი, რასაც ეს მოხუცი იტანჯება. დაჯდეს სახლში, ვინმესდახმარებით ერთი წერა-კითხვა ისწავლოს და ეგაა, რა.
18:30 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
გავგიჯდი ბებოს თავდადებით?! რა ბედნიერებაა ასეთი თავდადებული ბებიები , რომ არსებობენ! მიყვარხართ ბებიებო და ბაბუებო ძალიან!
10:15 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS