02 ნოემბერი, 2019
ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუს მომღერალ გრიგორი ლეპსს (ლეფსვერიძეს)
რუსული ესტრადის გამორჩეულ მუსიკოსს, გრიგორი ლეპსს, რომელიც ქართული წარმოშობისაა, ლატვიაში შესვლა აეკრძალა.
ლატვიაში მას 2020 წელს დაგეგმილი ჰქონდა კონცერტი, რომელიც გაუქმდა, ამის შესახებ ტვიტერის გვერდზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა დაწერა.

„სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შეფასების საფუძველზე და იმიგრაციის შესახებ კანონის თანახმად, მივიღე გადაწყვეტილება, შევიყვანო გრიგორი ლეფსვერიძე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ლატვიის რესპუბლიკისათვის არასასურველი პირების სიაში“, - დაწერა რინკევიჩმა.

მაისში ლეპსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვამ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩიუსმა, სააგენტო BNS-ს აცნობა, რომ
ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო აშშ-ის 2013 წლის გადაწყვეტილებით. ვაშინგტონმა მომღერალი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა რუსულ დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირისათვის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS