02 აპრილი, 2014
''პლეიბოის'' კიდევ ერთი ქართული სახე
მართალია, პირველი ვერ გახდა, თუმცა მას სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიაქციეს ყურადღება და ერთ წელიწადში უკვე ბერძნული ''პლეიბოის'' გარეკანი დაამშვენა ქერა გოგონა ბიწიერი მზერითა და მშვენიერი ფეხებით - ასე აფასებს ბერძნული პრესა ახლად ამობრწყინებულ ვარსკვლავ თამთა მასტორაკისს, რომელიც ხშირად ამშვენებს მამაკაცების ჟურნალების გარეკანებს და მათ შორის - ''პლეიბოისაც''.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ქართული სახელი ქართველი დედის დამსახურებაა. 20 წლის წინ არის დაბადებული. ექვს წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მერე კი დედასთან ერთად კრეტაზე გადაბარგდა. მამამისი სწორედ კრეტიდან ყოფილა.

15 წლიდან მოდელობით არის დაკავებული. მომავალში სამოდელო სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება და ამიტომაც ათენში ტანსაცმლის დიზაინს შეისწავლის.
ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი დიზაინერი გახდება. ასევე სურს კარგი კარიერის აწყობა პოდიუმებსა და მოდური ჟურნალების გარეკანებზე. ჯერჯერობით, გულახდილობისა და უკომპლექსობის წყალობით, ეს შესანიშნავად გამოსდის.

Rating

პირველი წარმატება სილამაზის კონკურსზე ეწვია - 2008 წელს ''მის დოდეკანესი'' გახდა, ხოლო შემდეგ კუნძულ როდოსზე გამართულ სილამაზის კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მართალია, პირველი ვერ გახდა, თუმცა მას სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიაქციეს ყურადღება და ერთ წელიწადში უკვე ბერძნული ''პლეიბოის'' გარეკანი დაამშვენა.

თამთას საბერძნეთში კარგად იცნობენ. გარკვეული პერიოდის წინ ''ყინულზე ცეკვებშიც'' მონაწ-ილეობდა, თუმცა დავარდა და ხელი მოიტეხა.

მას პირადი ცხოვრებაც საჯარო აქვს - მის საყვარელ ადამიანებზე ხშირად იწერება ბერძნულ პრესაში. დიდხანს ხვდებოდა ბერძენ ვარსკვლავ ჯონ სპალიარასს და მოსალოდნელ ქორ-წინებაზეც აქტიურად ჭორაობდნენ, თუმცა შემდეგ მას დაშორდა. ''ფეისბუქის'' გვერდზე ამჟამად უწერია, რომ დიჯეი ტრიანტაფილოს სიულისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.

Rating

ამჟამად საბერძნეთში ''ეისი მოდელსთან'' თანამშრომლობს და აქტიურ სამოდელო საქმიანობას განაგრძობს, მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში, პარალელურად ბერძნულ კლუბებში გამოდის თავისი პროგრამით. ძირითადად, ნახევრად შიშველი ცეკვავს, თან მომავლის გეგმებს აწყობს.

იმედია, მისი მოლოდინი გამართლდება და მისი სახით კიდევ ერთი წარმატებული დიზაინერი შეემატება მოდას. მანამდე კი თამთას გულახდილი ფოტოსესიებით დატკბით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ავოიეეეე ძუყნური
ცეკვის დროს აწყობს მომავლის გეგმებს.
14:20 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ჭრიჭინა
ამჟამად საბერძნეთში ''ეისი მოდელსთან'' თანამშრომლობს და აქტიურ სამოდელო საქმიანობას განაგრძობს, მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში, პარალელურად ბერძნულ კლუბებში გამოდის თავისი პროგრამით. ძირითადად, ნახევრად შიშველი ცეკვავს, თან მომავლის გეგმებს აწყობს, ცეკვის დროს აწყობს მომავლის გეგმებს? ეეე, ვერ ხვდები როგორ უნდა დაწეროოო? ნეტა რას ცეკვავს აბაბდელი დელა ბაბადელი დელა აბადელიდელა დელაოოო?
10:18 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS