პაპარაცებმა მონიკა ბელუჩი გუშინ რომში იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც სახლს ტოვებდა.
მონიკა ბელუჩის შავი შარვალი და პიჯაკი ეცვა. ის მანქანაში უკან სავარძელზე დაჯდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, უმშვენიერესი ვარსკვლავი რუსული "Numero"-ს გარეკანისთვის გადაიღეს. ეს ნომერი დეკემბერში გამოვა.