29 ოქტომბერი, 2019
სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება: ვარსკვლავების წარუმატებელი ისტორიები დანგრეულ ურთიერთობებზე
ცნობილები ზუსტად იმავე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ხალხი. ისინიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ანგრევენ სხვის ოჯახებს, ოღონდ ეს ყოველთვის არ ამართლებს და ძალ-ღონეს სულ ტყუილად იშურებენ.


Image result for Увести и проиграть: 5 историй звезд о неудачных отношениях на чужом несчастье

"მარაო" გიზიარებთ დეტალებს ცნობილების წარუმატებელი ისტორიებიდან.

Image result for Увести и проиграть: 5 историй звезд о неудачных отношениях на чужом несчастье
მირანდა ლამბერტი
ქანთრის მომღერალი არაერთხელ შენიშნეს სხვისი ოჯახის დანგრევაში. სწორედ მისი მიზეზით განქორწინდა 2006 წელს მომღერალი ბლეიკ შელტონი. ურთიერთობა გაგრძელდა 10 წელიწადს. ქორწილს ესწრებოდა 500 სტუმარი, მაგრამ 2015 წელს ყველაფერი განქორწინებით დასრულდა. სამი წლის თავზე მირანდამ თვალი დაადგა მომღერალ ევან ფალკერს, რომელიც იმ დროს
სტეისი
ნელსონთან იმყოფებოდა ქორწინებაში. ისინი გაეყარნენ ერთმანეთს, თუმცა, მირანდასა და ევანის რომანმა ნახევარ წელსაც ვერ გაუძლო.

კრისტენ სტიუარტი
ბელას როლის შემსრულებელი საგაში "ბინდი" არც ისეთი ჩუმია, როგორც გგონიათ! 2008 წლიდან ურთიერთობაში იყო პარტნიორთან, რობერტ პატინსონთან. შემდეგ ერთობოდა "ფიფქიასა და მონადირის" ფილმის პროდიუსერთან, რუპერტ სანდერსონთან. მათი ერთობლივი ფოტო ჟურნალების ყდაზე მოხვდა, რის გამოც 2013 წელს რობერტთან ურთიერთობა დაენგრა. არადა, წყვილი ქორწილისთვის ემზადებოდა. ამასთანავე, სანდერსის მეუღლემ, მოდელმა ლიბერთი როსმა განქორწინება მოითხოვა და ალიმენტი დააკისრა ორ შვილზე. ამ დროს კი კრისტენმა გამოაცხადა, რომ ბისექსუალია და კაცების გარდა, ქალებიც აინტერესებს. ბოლო ორი წელიწადი ხვდებოდა მოდელ სტელა მაქსველს, მაგრამ ახალ წელს წყვილმა დაშორებაზე გააკეთა განცხადება.

Rating
სიენა მილერი
ეს ისტორია საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მასში სიტყვა "ღალატი" არაერთხელ შეგვხვდა. 2003 წელს სიენა ხვდებოდა ჯუდ ლოუს - სამი შვილის მამასა და სენდი ფროსტის მეუღლეს. ჯუდი დაშორდა მეუღლეს და 2004 წელს სიენას სთხოვა ხელი, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ჯუდი თავისი შვილების ძიძასთან, ნენსი რაიტთან ღალატობდა სიენას. ამასთანავე, მილერი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ჯუდი ბევრ დროს ატარებდა ყოფილ მეუღლესა და შვილებთან, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. აღმაფრენებითა და დაცემებით მათი ურთიერთობა 2006 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ იყო ხანმოკლე "შესვენება", რა პერიოდშიც ჯუდმა მოასწრო და მოდელ სამანტა ბერკისგან შვილი შეეძინა, ხოლო მილერს მსახიობმა კრის ევანსმა სთხოვა ხელი. 2009 წლის დეკემბერში ჯუდმა და სიენამ კვლავ განაახლეს შეხვედრები, თუმცა, ერთი წელიც არ გასულა, რაც სიენამ დაშორება გადაწყვიტა მსახიობთან იმ რომანის გამო, რომელიც ჯუდმა გააბა მოდელ კეტრინ ჰარდინგთან. განაგრძეთ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS