"ამქვეყნად კარგი კაცებიც არსებობენ. არ დანებდეთ, გოგონებო. არ არის აუცილებელი, იყოთ გეი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებშიც არიან კარგი ადამიანები, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ ისინი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გეი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ყველა ბიჭი ბოროტი მეგონა. ვცდებოდი, თურმე მათ შორისაც არიან კარგი პიროვნებები, ერთ-ერთ ასეთს უკვე შევხვდი. ის ახლა აქ არის, ონლაინში", - განაცხადა საირუსმა და ქოდი სიმფსონზე მიუთითა.
"ჩემს ლაივში ცუდ ბიჭებს ვლანძღავდი, მაგრამ ნება მომეცით, დავაზუსტო - არავინ ირჩევს თავის სექსუალობას, ასეთად იბადები. ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო ლგბტქ+ თემის დაცვა, რომლის ნაწილიც თავად ვარ", - დაწერა მომღერალმა ტვიტერზე.