22 ოქტომბერი, 2019
"კაია გერბერს კაბა რო ეცვა ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ქონდა"
ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია, რომლის მიერ შექმნილ აქსესუარებს მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები ატარებენ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქებურიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ზაფხულში ღილებზე გადასაკრავი ქსოვილი დამაკლდა და ვიფიქრე გავალ ვიყიდითქო(ჩვეულებრივი რძისფერი ქსოვილი მჭირდებოდა წესით ყველა მაღაზიაში რო უნდა იყიდებოდეს) ნუ თურმე არ არსებობს და ვერსად ვპოულობ ზუსტ ფერს მთელი თბილისი მოვიარე უკვე მარჯანიშვილზე ვარ ტვინშისისხლჩაქცეული და შევდივარ ბოლო ქსოვილების მაღაზიაში რაც კი მეგულებოდა და ვხედავ ამ ქსოვილს, მომიჭერით ეს ქსოვილი 1 მეტრი მინდათქო, მიყურებს ორი ცოტა
“ჩიტმა წაიღო!?” ქალი და თან არ მისმენენ ჯერ მაკვირდებიან. იცით ეგ ქსოვილი რა ღირს? რად გინდათ? რა უნდა გააკეთოთ მაგ ქსოვილისგან? დიზაინერი ხართ? მერე რამოდენიმე ჩემი კოლეგა მიხსენეს თან ყვებიან ჩემს გასაგონად რაღაც უდონო ისტორიებს როგორ დამამცირონ აღარ იცინ ამხედავენ ჩამხედავენ, ვდგავარ გაყინული ნერვებით და ამ 1 მეტრს ველოდები რომელსაც არავინ მიჭრის, თან მეშინია ხმის ამოღებით ან დაჩქარებით უფრო არ გავანაწყენო,ძალიან მეჩქარება და საერთოდ უნაჭროდ არ დავრჩეთქო.ამ დროს ერთ ერთს ახსენდება რო ველოდები ამ ნაჭერს და მეუბნება რო ჯერ უნდა გადავიხადო და მერე ჩამომიტანს ამ ნაჭერს მეორე სართულიდან (ეშინიათ რო ნაჭერს მოვიპარავ და არ გადავუხდი,ძაან ეჭვის თვალით მიყურებენ) ჩამოუტანე მიდი ნოეს ნაჭერიო გააგზავნა და მიყურებს ისევ მაკვირდება, მეთქი რა ნოეს ნაჭერი (რაღაც იდიოტურ სახელებს კი ეძახიან ხოლმე ქსოვილებს “პრეზიდენტი” “ტიტანიკი” და ეგეთ რაღაცეებს და ვიფიქრე მსგავსი დასახელებაათქო))) ნოესი? ნოემ და რაღაცეები მესმის ისევ ძლივს ჩამოათრია ეს 1 მეტრი და პარკში სანამ ჩამიდებდა ისევ დამამცირებელი ტონით და მზერით მეუბნება: ამ ქსოვილისგან ჟანეტ ქერდიყოშვილმა საქორწილო კაბა შეიკერაო და აბა შენ იცი შე საწყალოო.
ხოდა კაია გერბერს კაბა რო ეცვა ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ქონდა, ცოტა იგავ-არაკი არ არი?" - წერს ქებურია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS